Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელ მანანა სალაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართულ-უნგრული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით 2026 წლის 16-17 მარტს გამართავს მთარგმნელ მანანა სალაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ქართულ-უნგრული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები.

კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

  • ქართულ-უნგრული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ურთიერთობები
  • ქართველი მოღვაწეები საქართველოსა და უცხოეთში
  • ისტორია და საზოგადოება
  • უნგრული ფოლკლორი
  • უნგრული ლიტერატურა და მხატვრობა
  • უნგრული სახვითი ხელოვნება
  • უნგრული კინემატოგრაფია
  • თეატრი და მუსიკა

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 17 თებერვლამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: tsuconference@tsu.ge

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება გამოფენა „Visionary Hungarians” და, ასევე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ნახატების გამოფენა.

საკონტაქტო პირები:

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორი არპად ელეში, ელფოსტა: arpad.elesh@tsu.ge 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-
ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად; 
7. ფორმატი — A4 
8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen) 
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი
გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· საკვანძო სიტყვები;
· თეზისების ძირითადი ტექსტი.

თარიღი: 20/01/2026